იმერეთის გუბერნატორი, ზაზა მეფარიშვილი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან ერთად მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდა. მეფარიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ პრობლემურია ჯანდაცვისა და სოციალური საკითხები, რაც დროულ გადაწყვეტას საჭიროებს.
“მაგალითად, რეგიონებში ისევ პრობლემურია საავადმყოფოების საკითხები, ასევე მოსაგვარებელია მოსახლეობის სოციალური პრობლემებიც. სწორედ ამ საკითხების გადაწყვეტისთვის საჭიროა ხშირი კონტაქტი და შეხვედრები მუნიციპალიტეტების გამგებლებთან, რათა სწორად დაიგეგმოს მათი გადაწყვეტის გზები,”-ამბობს იმერეთის გუბერნატორი. გამგებლების თქმით, მსგავსი შეხვედრები მუნიციპალიტეტებში პრობლემების დროულად მოგვარების გარანტია. “ასეთი შეხვდერები ძალიან სასარგებლოა და ხშირად უნდა იმართებოდეს, რაც საშუალებას გვაძლევს დროულად გავაჟღეროთ მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემები და მათ დროულ მოგვარებაზე ვიზრუნოთ,”- ამბობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ თადუმაძე. იმერეთის გუბერნატორი დღის ბოლომდე მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების განხილვას, ასევე, გეგმავს ლტოლვილტა და განსახლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად.
იმერეთის გუბერნატორი – მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ ბევრი საკითხია პრობლემური
31 იანვარი, 2014 • ანა ჯანაშია • 22
იმერეთის გუბერნატორი მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემურ საკითხებს სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს.
თეგები: გამგებლები • გუბერნია • იმერეთი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები