ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გეგუთის ციხის პატიმრების პრობლემებს სპეციალური ჯგუფი სწავლობს

9 თებერვალი, 2014 • ნიუპრესი • 27

გეგუთის ციხის პატიმრების პრობლემებს სპეციალური ჯგუფი სწავლობს

პატიმრები შიმშილობას აგრძელებენ.

გეგუთის ციხის პატიმრების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხს სპეციალური ჯგუფი შეისწავლის. აღნიშნულის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საუბრობს.
“პირადად ჩემი თხოვნით, კომიტეტის სამი წევრი – გედევან ფოფხაძე, ოთარ ჩრდილელი და პაატა კიკნაველიძე იმყოფებოდნენ გეგუთის კოლონიაში და პატიმრებს რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდნენ. ისინი შეხვდნენ დაახლოებით 100-მდე პატიმარს, მათ შორის მოშიმშილეებს და მოისმინეს მათი წუხილები. ძირითადი პრეტენზიები მიმართულია ადმინისტრაციის წინააღმდეგ, პატიმრები ადმინისტრაციის შეცვლის მოთხოვნას აყენებენ. ჩვენ უკვე დავიწყეთ მათი ინფორმაციების და წერილების გაანალიზება. კონკრეტულად გეგუთის კოლონიასთან დაკავშირებით სპეციალური სამუშაო ჯგუფია შექმნილი და ის, ალბათ, შემდეგ კვირას, საკომიტეტო მოსმენაზე განიხილავს იმ კონკრეტულ ინფორმაციებს, რისი შესწავლაც ახლა მიმდინარეობს”, – განაცხადა ბესელიამ.
მისივე ინფორმაციით, პატიმრები შიმშილობას აგრძელებენ.
“ამჟამად შიმშილობა ისევ გრძელდება, ჩვენც ვაგრძელებთ მუშაობას და არის კონკრეტული საკითხები, რომლებსაც რეაგირება და ღონისძიებების გატარება სჭირდება”, – დასძინა ბესელიამ.
გეგუთის ციხეში პატიმრებმა შიმშილობა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. წყარო: interpressnews.ge

თეგები: გეგუთის ციხეკომისიაშიმშილობა