52 000 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორცი განადგურდა
საბაჟოზე პოლონეთიდან შემოტანილი 52 000 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორცის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, საქონლის სანიტარიული ნორმების შეუსაბამობა გამოვლინდა - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცლებს.
უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების, „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-16 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა.
"საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, პოლონეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცის (52 000 კილოგრამი) ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, საქონლის სანიტარიული ნორმების შეუსაბამობა გამოვლინდა",- ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი