ტყიბულის რაიონში, მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მემანქანე მურად ჭელიძე, გვირაბში ჩარჩენილ ქვანახშირით დატვირთულ რამდენიმე ვაგონს ელმავალით დაეჯახა. მემანქანე ძლიერი დაზიანებით ქუთაისის სამხარეო კლინიკურ სავადმყოფოშია მოათავსებული. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა, მას ქალა-ყბის მოტეხილობის ოპერაცია ჩაუტარდა.
წყარო: pirveliradio.ge
მინდელის შახტაში შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
10 თებერვალი, 2014 • ნიუპრესი • 52
მემანქანე ძლიერი დაზიანებით ქუთაისის სამხარეო კლინიკურ სავადმყოფოშია მოათავსებული.
თეგები: ტყიბული • უბედური შემთხვევა • შახტა
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები