ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით დისკუსია გამართეს. არასმთავრობო ოგანიზაციათა ნაწილი ეთანხმება კომისიის შემადგნელობის NGO სექტორით დაკომპლექტებას. არასმთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის” ხელმძღვანელის, სულხან ქობულაძის განმარტებით, აღნიშნული კომისიის ახლადდანიშნული თავმჯდომარის, დავით დვალის ინიციატივა მისაღებია. “მისასალმებელია დვალის ინიციატივა, რომ კომისია დაკომპლექტეს არასამთავრობოთა წარმომადგენლებით. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს კომისიის სამართლიან მუშაობას”, – განმარტა დისკუსიაზე ქობულაძემ. თუმცა, არასამთავრობო სექტორის ნაწილმა დისკუსიაზე განაცხადა, რომ კომისიის მუშაობა მაინც პოლიტიკას უკავშირდება და ამიტომ, ამ თამაშში მონაწილეობის მიღება არ სურთ. “ჩვენი ორგანიზაცია ამ კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებს. თუკი ჩვენი ორგანიზაცია გადაწყვეტს მონაწილეობის მიღებას, ამის შესახებ ინდივიდუალურად კომისიას მივმართავთ”, – აღნიშნა “საერთაშორის გამჭვირვალობა-საქართველოს” ქუთაისის ფილიალის იურისტმა, თეონა ზაქარაშვილმა.
ქუთაისის მერიის მუდმივმოქმედ საკონკურსო კომისიაში NGO სექტორს მონაწილეობა არ სურს
10 თებერვალი, 2014 • თეკლე მორგოშია • 20
“ჩვენი ორგანიზაცია ამ კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებს”,- განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ქუთაისის ფილიალის იურისტმა, თეონა ზაქარაშვილმა.
თეგები: კონკურსი • მერია • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები