ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მურღულიას მხარდასაჭერი აქციის მონაწილეები – ქუთაისში საბოტაჟი არ იქნება

13 თებერვალი, 2014 • ანა ჯანაშია • 20

მურღულიას მხარდასაჭერი აქციის მონაწილეები – ქუთაისში საბოტაჟი არ იქნება

აქციაში, ასევე, ჩართული არიან ქუთაისის მერიის თანამშრომლები.

ქუთაისის მერიის წინ შოთა მურღულიას მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. ამ დროისათვის აქციაზე 600–მდე ადამიანი იმყოფება. აქციაში, ასევე, ჩართული არიან ქუთაისის მერიის თანამშრომლები.

აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ქალაქში საბოტაჟი არ მოხდება და ქუთაისის ვიცე–მერი, ნიკო კაჭკაჭიშვილი შეთავაზებულ თანამდებობას არ დათანხმდება. აღნიშნულის შესახებ განცხადება აქციის დაწყებამდე ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მღვდელაძემ გააკეთა.

მღვდელაძის განმარტებით, ჯობია ერთი ან ორი დღე დაზარალდეს ქალაქი უმუშევრობით, ვიდრე გრელვადიან პერსპექტივაში ის საბოლოოდ დაზარალებული დარჩეს.

მღვდელაძის განმარტებითვე, მურღულიას გვერდით ქუთაისის მთელი საზოგადოება დგას და გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მას მხარს მერიის თანამშრომლებიც უჭერენ.

“კლანობა ამ ქალაში დამთავრდა,” – აცხადებს მამუკა მღვდელაძე.

თეგები: აქციამერიაქუთაისი