ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელი “ნაციონალი” – რაც ქუთაისში ხდება პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებულია

13 თებერვალი, 2014 • თეკლე მორგოშია • 19

ქუთაისელი “ნაციონალი” – რაც ქუთაისში ხდება პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებულია

გია გოქაძის თქმით, ქუთაისში მიმდინარე მოვლენები მურღულიას რეიტინგის ამაღლებას უკავშირდება.

ქუთაისის ადგილობრივ თვითმართველობაში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ არის მართული. ეს ყოველივე კი შოთა მურღულიას რეიტინგის ამაღლებას უკავშირდება. აღნიშნულის შესახებ განცხადება ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, გია გოქაძემ გააკეთა. მისი მტკიცებით, “ქართული ოცნება” და “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” შეთანხმებულ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს. “ეს იყო წინასწარ გათვლილი თამაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ჩამოიყვანეს თბილისელი ქუთაისელი მურღულია. რომელსაც არაფერი გაუკეთებია ამ დრომდე. ახლა კი მუშაობენ მისის რეიტინგის ასამაღლლებლად”, – განაცხადა გია გოქაძე. მისივე თქმით, დღეს გამართულ აქციაზე შოთა მურღულიას წარმოთემულ სიტყვას ფასი არ აქვს.

თეგები: განცხადებაგია გოქაძექუთაისი