ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს და “პატრიოტთა” ლიდერს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს

14 თებერვალი, 2014 • თეკლე მორგოშია • 24

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს და “პატრიოტთა” ლიდერს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს

“სირცხვილია, ქუთაისს ისევ გოჩა მართავს” – ამ შეძახილებით დახვდნენ მარგველაშვილს და თევდორაძეს აქციის მონაწილეები.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრის “არგუსი” წარმომადგენლებმა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს და ქუთაისში “პატრიოტთა ალიანსის” ილიდერს სირცხვლის კორიდორი მოუწყვეს.

სირცხვლილის კორიდორი რადიო “ძველი ქალაქის” ოფისთან მოეწყო, როდესაც რადიოს გადაცემა “რადაიქაციაში” მიწვეული სტუმრები – თამაზ მარგველაშვილი და გოჩა თევდორაძე ოფისთან მივიდნენ.

“სირცხვილია, ქუთაისს ისევ გოჩა მართავს” – ამ შეძახილებით დახვდნენ მარგველაშვილს და თევდორაძეს აქციის მონაწილეები.

ისინი ასევე, აპორტესტებენ, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, დავით თანრხან მოურავის მიერ “ობიექტივში” გაკეთებულ განცხადებას.

“თარხან მოურავმა გუშინ ქუთაისის მერიასთან აქციაზე მყოფ ხალხს ავტობუსებით მოზიდული უწოდა და ამით კიდევ ერთხელ ამოსვარა ქუთაისელები ლაფში. ავტობუსებით თვითონ ეზიდებოდნენ და გადაყავდათ ხალხი, როდესაც “ნაციონალებთან ერთად იყვნენ ხელისუფლებში,” – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მანანა მანაგაძე.

თეგები: აქციაგოჩა თევდორაძეთამაზ მარგველაშვილი