შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას 15 დეპუტატმა დაუჭირა მხარი

17 თებერვალი, 2014 • თეკლე მორგოშია • 29

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას 15 დეპუტატმა დაუჭირა მხარი

მარგველაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ქუთასისის საკრებულოს დეპუტატებმა თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. მარგველაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 15-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკრებულოს “ნაციონალ” დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ხოლო “პატრიოტები” სხდომას არ ესწრებოდნენ. საკრებულოს სხდომას არც თამაზ მარგველაშვილი დაესწრო. საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის გადაყენება მისივე განცხადების საფუძველზე მოხდა, რომელიც მან 14 თებერვალს დაწერა. მარგველაშვილის განცხადების დაწერა 12 თებერვალს მის მიერ გამოცემულმა ბრძანებამ განაპირობა, რომლის თანახმად, მან მურღულიას მერის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეუწყდა. ამ დროისთვის ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კირკიტაძე ასრულებს.

თეგები: დეპუტატებითამაზ მაგველაშვილიქუთაისის საკრებულო