“ჩვენი სოლიდარობა სვანეთს”, “არ დავთმობთ სვანეთს სიცოცხლის ფასად”, – ამ სლოგანებით ქუთაისში, პარალმენტის წინ დღეს, სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სვანეთში ხუდონჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ. აქციის ორგანიზატორის, საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა-დეოკუპაციისა და განთავისუფლების ერთიანი ფრონტის ერთ-ერთ ლიდერის, ირაკლი წერეთლის განცხადებით, მთავრობამ უნდა შეაჩეროს დასახლებულ პუნქტებში დიდი ჰესების მშენებლობა. “პარლამენტარებთან ჩვენ გვაქვს ორი მოთხოვნა, პირველი – ერთხელ და სამუდამოდ აკრძალონ ხუდონჰესის მშენებლობა და მეორე, პარლამენტმა 2014 წლის მარტის ბოლომდე მიიღოს შესაბამისი კანონი საქართველოს ბუნებისა და ეკოლოგიური გარემოს დაცვის შესახებ”, – განმარტა აქციაზე ირაკლი წერეთელმა.
სოლიდარობა სვანეთს – აქცია ქუთაისში პარალმენტის წინ
18 თებერვალი, 2014 • თეკლე მორგოშია • 18
ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ფრონტის წარმომადგენლების განმარტებით, მთავრობა ხუდონჰესის მშენებლობა უნდა აკრძალოს.
თეგები: აქცია • პარლამეტნი • ხუდონჰესი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები