შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე მოთხოვნებს პრეზიდენტის მისამართით აჟღერებენ

21 თებერვალი, 2014 • ანა ჯანაშია • 28

პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე მოთხოვნებს პრეზიდენტის მისამართით აჟღერებენ

“მოვითხოვთ საქართველოს პრეზიდენტისგან უკრაინელი ხალხის მიმართ პოზიცია მკვეთრად გამოიხატოს,”- ამბობენ აქციის მონაწილეები.

საქართველოს პარლამენტის წინ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერ აქციაზე, მოთხოვნებს ქვეყნის პრეზიდენტის მისამართით აჟღერებენ. “მოვითხოვთ ხელისუფლებისა და საქართველოს პრეზიდენტისგან უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა და პოზიცია მკვეთრად გამოიხატოს და ჩვენს უკრაინელ ძმებს გვერდით ღიად დაუდგნენ. რადგან უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ბედთან ერთად, ახლა საქართველოს ბედიც წყდება,” – ამბობს “მოძრაობა დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის” წევრი გვანცა ჩხიკვაძე. უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე მხოლოდ ორი ადამიანი იმყოფება.

თეგები: საქართველოსოლიდარობაუკრაინა