შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოდან კიევში დღეს ექიმები გაემგზავრებიან

22 თებერვალი, 2014 • ნიუპრესი • 25

საქართველოდან კიევში დღეს ექიმები გაემგზავრებიან

ჯანდაცვის მინისტრის განაცხადებით, საქართველო მზად არის უკრაინას სამედიცინო-ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს.

საქართველოდან კიევში დღეს სამი ექიმი გაემგზავრება. როგორც “ინტერპრესნიუსს” დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, აღნიშნული მედიკოსები იმ პროფილის ექიმები არიან , რომლებიც დაშავებულ უკრაინელებს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ. ერთ-ერთი ექიმი დამწვრობის ცენტრის თანამშრომელია.
ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია უკრაინაში დაზარალებული მოქალაქეების დახმარების მიზნით, ექიმების გამგზავრებას დააფინანსებდა. ეს გადაწყვეტილება გუშინ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიიღეს. აღნიშნული თხოვნით ექიმებმა თბილისის მერიას მიმართეს.
მანამდე კი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის უკრაინას სამედიცინო-ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. სერგეენკომ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს დახმარება შესთავაზა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს იმ მიმართულებით, სადაც ქვეყანას კრიზისი აქვს. წყარო: ipn.ge

თეგები: საქართველოუკრაინაჰუმანიტარული დახმარება