შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რუსულ ენას უკრაინაში რეგიონული სტატუსი აღარ ექნება

24 თებერვალი, 2014 • ნიუპრესი • 26

რუსულ ენას უკრაინაში რეგიონული სტატუსი აღარ ექნება

რადამ, 232 ხმით, 2012 წლის 3 ივლისს მიღებული კანონი სახელმწიფო ენის პოლიტიკის საფუძვლების შესახებ ძალადაკარგულად გამოაცხადა.

უკრაინის რადამ რეგიონული ენების შესახებ იანუკოვიჩის მიერ ხელმოწერილი კანონი გააუქმა. რადამ, 232 ხმით, 2012 წლის 3 ივლისს მიღებული კანონი სახელმწიფო ენის პოლიტიკის საფუძვლების შესახებ ძალადაკარგულად გამოაცხადა.
უკრაინის უმაღლესმა რადამ კანონი 2012 წლის 3 ივლისს, “რეგიონების პარტიის” ინიციატივით მიიღო, ხოლო 8 აგვისტოს მას პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა მოაწერა ხელი. კანონი, რომელმაც თავის დროზე დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობა 10%-ს აღემატებოდა, ორი ენის დაკანონებას ითვალისწინებდა. შედეგად ოდესის, ხარკოვის, ხერსონსკის, ნიკოლაევსკის, სევასტოპოლის, დნეპროპეტროვსკის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში რუსულ ენას რეგიონული ენის სტატუსი მიენიჭა.
წყარო: ინტერპრესნიუსი

თეგები: რადარუსული ენაუკრაინა