იმერეთის რეგიონის მუციპალიტეტებში შესყიდვებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების თანამშრომლები არაკვალიფიციურები არიან, რის გამოც მათ ტრენინგები იმერეთის გუბერნიაში ჩაუტარდებათ. აღნიშნულის შესახებ, იმერეთის გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა დღეს იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან შეხვედრაზე განმარტა.
“თანამშრომლებს შორის გამოიკვეთა პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნის ხარვეზები. ამიტომაც ჩვენ მათ ტრენინგებს ჩავუტარებთ”, – განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა.
იმერეთის გუბერნატორი გამგებლებთან გამართულ დღევანდე შეხვედრაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით ანგარიშს ჩაიბარებს.
იმერეთის გუბერნატორი – პრაქტიკული გამოცდილების და ცოდნის ხარვეზია
28 თებერვალი, 2014 • თეკლე მორგოშია • 29
“თანამშრომლებს შორის გამოიკვეთა პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნის ხარვეზები. ამიტომაც ჩვენ მათ ტრენინგებს ჩავუტარებთ”
თეგები: ზაზა მეფარიშვილი • იმერეთი რეგიონები • მუნიციპალიტეტები
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები