ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთის გუბერნატორი – საბიუჯეტო ცვლილებები არჩევნებამდე უნდა განვახორციელოთ

28 თებერვალი, 2014 • თეკლე მორგოშია • 29

იმერეთის გუბერნატორი – საბიუჯეტო ცვლილებები არჩევნებამდე უნდა განვახორციელოთ

“ვფიქრობ, უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ”, – აღნიშნა ზაზა მეფარიშვილმა.

იმერეთის გუბერნატორის,ზაზა მეფარიშვილის განმარტებით, იმერეთის მუნიციპალიტეტებში საბიუჯეტო ცვლილებები საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე უნდა განხორცილდეს. მეფარიშვილმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს მოუწოდა გრეძლვადიანი საბიუჯეტო ინფარსტრუქტურული პროექტები მანამდე განახორციელონ, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყება.
“რადგან, პროექტების განხორციელება წინსაარაჩევნო კამპანიად არ ჩაგვეთვალოს. ამიტომაც, ვფიქრობ, უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ”, – აღნიშნა შეხვედრაზე ზაზა მეფარიშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 15 ივნისს არის დანიშნული.

თეგები: იმერეთიინფრასტრუქტურარეგიონები