ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალტუბოს გამგებელი – ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება 2014 წლის ბოლოს დასრულდება

28 თებერვალი, 2014 • თეკლე მორგოშია • 25

წყალტუბოს გამგებელი – ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება 2014 წლის ბოლოს დასრულდება

კონსტანტინე მამისეიშვილის თქმით, პროექების შეჩერების მიზეზი სამართლებრივი საკითხები გახდა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, კონსტანტინე მამისეიშვილის განმარტებით, წყალტუბოში ინფრატსრუქტურული პროექტები არ შეწყვეტილა და ის ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. მამისეიშვილი ირწმუნება, რომ დაწყებული პროექტების განხორციელება მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. “ჩვენ ვახორცილებთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩავარდნის გარეშე მიმდინარეობს. უბრალოდ იყო შეჩერებული მხოლოდ იმიტომ, რომ თავად შემსრულებელ კომპანიებს ჰქონდათ პრობლემები”, – განმარტა დღეს კონსტანტინე მამისეიშვილმა იმერეთის გუბერნატორთან გამართულ შეხვედრაზე. მამისეიშვილის განმარტებით, წყალტუბოში საკანალიზაციო ქსელის მოეწყობა და წყალმომარაგების სისტემის გამართვა უკვე დასრულებულია. მისი თქმით, 2011 წლიდან წყალტუბოში 50 მლნ ლარის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებში 10 ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა შესრულდეს. წყალტუბოში პროექტები მუნიციპალური ფონდის მხარადჭერით და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.

თეგები: იმერეთიპროექტებიწყალტუბო