“ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!” – ამ სლოგანით ქუთაისში საინფორმაციო ხასიათის აქცია გაიმართა. აქციაში ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რომელსაც ორგანიზებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” უწევდა. “ვმართავ მშიდობიან აქციას და ვაგროვებთ ხელმოწერებს პარლამენტში შესატანად, ჩვენ არ ვამბობთ, რომ საგამოძიებო მოქმედებები უნდა შეწყდეს, თუმცა ეს უნდა მოხდეს იშვიათ შემთხვევაში,”- განმარტა “საერთშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” ქუთაისის ფილიალის კოორდინატორმა თამარ ჭარბაძემ. საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის, გიორგი ჭიქაბერიძის განმარტებით, კვირის ბოლომდე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოაგროვებენ ხელმოწერებს და საქართველოს პარლამენტში შეიტანენ. აღნიშნული აქცია “ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ!” კამპანიის ფარგლებში გაიმართა.
“ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ!” – მშვიდობიანი აქცია ქუთაისში
19 მარტი, 2014 • თეკლე მორგოშია • 18
საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოაგროვებენ ხელმოწერებს და საქართველოს პარლამენტში შეიტანენ.
თეგები: აქცია • ეს შენ გეხება • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები