ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიაში შესვლაზე მედიისთვის შეზღუდვები წესდება

19 მარტი, 2014 • თეკლე მორგოშია • 22

ქუთაისის მერიაში შესვლაზე მედიისთვის შეზღუდვები წესდება

დაცვის თანამშრომლების თქმით, ამის შესახებ მათ დავალება მიიღეს.

ქუთაისის მერიის ადმისტრაციულ შენობაში ჟურნალისტებისთვის შეზღუდვები წესდება. კერძოდ, მერიის შენობაში შესვლაზე მედის წარმომადგენლებმა ნებართვა ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლისგან, ეკა მამისეიშვილისგან უნდა აიღოს. შენობაში შესვლაზე პრობლემა შეექმნა რადიო “ძველი ქალაქის” ჟურნალისტს, მონიკა ტყეშელაშვილს. ჟურნალისტი ამბობს, რომ დაცვამ მანამდე არ შეუშვა, ვიდრე მამისეიშვილს არ დაურეკა. დაცვის თანამშრომლები განმარტავენ, რომ აღნიშნული შეზღუდვების დაწესების ბრძანება დღეს მიიღეს. “დანარჩენი თქვენ გაარკვიეთ. ჩვენ, რასაც გვავალებენ, იმას ვაკეთებთ”, – განმარტავენ დაცვის თანამშრომლები. მათივე თქმით, ჟურნალისტებისთვის საშვის გაცემა იგეგმება. თავად ეკა მამისეიშვილი კომენტარს არ აკეთებს.

თეგები: მედიამერიაქუთაისი