შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში კლინიკური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში 96 დევნილ ოჯახს შეასახლებენ

20 მარტი, 2014 • ეკა კუხალაშვილი • 24

ქუთაისში კლინიკური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში 96 დევნილ ოჯახს შეასახლებენ

ყოფილი კლინიკური საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.

ქუთაისიში, კლინიკური საავადმყოფოს ყოფილი შენობის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. ყოფილი კლინიკურის შენობა დევნილებისთვის მზადდება, სადაც საცხოვრებელი ბინები 96 დევნილ ოჯახზეა გათვალისწინებული.

შენობის რეაბილიტაციას შპს “ინ-სი” აწარმოებს, რომელმაც სამუშაოები ორი თვის წინ დაიწყო. ფირმამ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

“დევნილ ოჯახებს კომფორტული ინდივიდუალური ბინები ექნებათ. ანუ ყოფილი კლინიკურის შენობა გადაკეთდება ჩვეულებრივ საცხოვრებელ კორპუსად”, – აცხადებენ “ინ-სის” წარმომადგენლები.

თეგები: 96 ოჯახიდევნილებიკლინიკური საავადმყოფო