ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რა დაუჯდა ქუთაისის მერიას ჟურნალისტების გამასპინძლება

27 მარტი, 2014 • ნიუპრესი • 29

რა დაუჯდა ქუთაისის მერიას ჟურნალისტების გამასპინძლება

ჟურანლისტებისთვის პროფესიული დღის აღნიშვნის ბრძანება, ქუთაისის მერიამ მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა მურღულიამ გასცა.

ქუთაისის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჟურნალისტებისთვის პროფესიული დღის მილოცვისთვის 1780 ლარი დახარჯა. ადგილობრივი თვითმმართველობა, მიმდინარე წლის 21 მარტს ქუთაისში მოქმედ 80 ჟურნალისტს გაუმასპინძლდა. ჟურანლისტებისთვის პროფესიული დღის აღნიშვნის ბრძანება, ქუთაისის მერიამ მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა მურღულიამ გასცა. საზეიმო ფურშეტის მოსაწყობად მერიას ტენდერი არ გამოუცხადებია. მერიის ტექნიკური უზრუნველყოფისა და შესყიდვების სამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნული თანხა წარმომადგენლობით ხარჯს მიეკუთვნებოდა, რის გამოც, ტენდერის გამოცხადების საჭიროება არ იყო.

თეგები: მერიაჟურნალისტებიქუთაისი