ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, მერიის წინ აქციას მართავენ. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობისგან ელექტროენერგიის და წყლის მიწოდებას ითხოვენ. “არა დენი, არა წყალი, უკვე გვცრხვენია ამდენი მათხოვრობის. ყველას უჭირს, მაგრამ ჩვენნაირი გაჭირვებული ქუთაისში არავინაა. თუ არ გვაჩერებენ იმ შენობაში და ამის გამო არ გვაძლევ დენს და წყალს, გვითხრან და სხვა შენობით დაგვაკმაყოფილონ,” – ამბობს აქციის მონაწილე. ყოფილი სამხატვრო სკოლის შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები ამ დროისთვის მერიის საბინაო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, კახა დალაქიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებიან.
არა დენი, არა წყალი, გვრცხვენია მათხოვრობის – ქუთაისის მერიასთან სოციალურად დაუცველები აქციას მართავენ
26 მარტი, 2014 • თეკლე მორგოშია • 22
სოციალურად დაუცველები ადგილობრივი თვითმმართველობისგან ელექტროენერგიის და წყლის მიწოდებას ითხოვენ.
თეგები: აქცია • სოციალურად დაუცველები • ქუთაისის მერია
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები