შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი

28 მარტი, 2014 • ნიუპრესი • 32

საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი

30 მარტს ღამით ყინვაა მოსალოდნელი, დასავლეთში -2 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი -5 გრადუსამდე.

საქართველოს მასშტაბით ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი. როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს , 29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი დასავლეთსა და აღმოსავლეთში წვიმის სახით, ხოლო მაღალ მთაში თოვლის სახით.
30 მარტს კი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა. დაბლობსა და ბარში ტემპერატურა +3 +8 გრადუსი იქნება. 30 მარტს ღამით ყინვაა მოსალოდნელი, დასავლეთში -2 გრადუსამდე, აღმოსავლეთში კი -5 გრადუსამდე. თბილისში 30 მარტს ტემპერატურა დღისით +7, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.
ამასთან, სინოპტიკოსები ტემპერატურის კლებასთან ერთად, ძლიერ ქარს პროგნოზირებენ. მათივე ინფორმაციით, ყინვა ამ პერიოდში საშიშია, რადგან ხეები ყვავის.
მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში გამოდარებასა და ტემპერატურის მატებას 1-ელი აპრილიდან პროგნოზირებენ.
წყარო: ინტერპრესნიუსი

თეგები: ამინდიუამიდნობაყინვა