გუშინ გამართულ საქართველოს თასის მე-12 გათამაშებაში ქუთაისის საკალათბურთო გუნდმა გაიმარჯვა. “ქუთაისი-2010”-მა “სოხუმის” გუნდს 15 ქულის სხვაობით, ანგარიშით 81:66 მოუგო. ქუთაისელები ფინალში მეორედ გავიდნენ. “ქუთაისი-2010” პირველად ფინალში თასის მე-10 გათამაშებაში გავიდა, სადაც “არმიასთან” ანგარიშით 80:86 დამარცხდა. ფინალური შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად “ქუთაისი-2010”-ის ფორვარდი გიორგი ბარბაქაძე დაასახელეს, რომელსაც სპეციალური პრიზი გადაეცა. სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა “ქუთაისი-2010”-ის მთავარი მწვრთნელი, მალხაზ კოხრეიძეც. საქართველოს თასი, მინიმუმ ერთი წლით, “ქუთაისი-2010”-ის კაპიტანმა, ფორვარდმა დავით ბარბაქაძემ ჩაიბარა. “ქუთაისი-2010”-მა არსებობის განმავლობაში, საქართველოს თასის გარდა, დუდუ დადიანის მემორიალის მოგებაც შეძლო. ქუთაისურ საკალათბურთო გუნდს ადგილობრივი თვითმმართველობა აფინანსებს. “ქუთაისის 2010” მიმდინარე წელს ადგილობრივი ბუჯეტიდან 460 000 ლარით დაფინანსდა.
კალათბურთში საქართველოს თასის მფლობელი “ქუთაისი 2010” გახდა
30 მარტი, 2014 • დეა მანაგაძე • 28
საქართველოს თასი ერთი წლით “ქუთაისი-2010”-ის კაპიტანმა, ფორვარდმა დავით ბარბაქაძემ ჩაიბარა.
თეგები: კალათბურთი • საქართველოს თასი • ქუთაისი 2010
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები