შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კარლ ბილდტი – ხელისუფლების რევანშის პოლიტიკა არ შეესაბამება სამართლიანი არჩევნების გარემოს

5 აპრილი, 2014 • ნიუპრესი • 26

კარლ ბილდტი – ხელისუფლების რევანშის პოლიტიკა არ შეესაბამება სამართლიანი არჩევნების გარემოს

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მიმდინარე მოვლენებით შეწუხებულია.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილის მდივნის, გიგა ბოკერიას დაკითხვას ეხმაურება.
როგორც კარლ ბილდტი “ტვიტერზე” წერს, საქართველოში მიმდინარე მოვლენებით შეწუხებულია.
“ხელისუფლების რევანშის პოლიტიკა არ შეესაბამება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარემოს”, – დაწერა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა “ტვიტერზე”.
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია პროკურატურაში გუშინ 5 საათის განმავლობაში იკითხებოდა. მას კითხვები უშიშროების საბჭოს მიერ გაწეულ ხარჯებზე, მათ შორის ლობისტებზე დახარჯულ თანხებზე დაუსვეს. წყარო: interpressnews.ge

თეგები: არჩევნებიკარლ ბილდტისაქართველო