შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

6 თვემდე ასაკის დევნილ ბავშვებს “ჰიპოკრატე” დაასაჩუქრებს

5 აპრილი, 2014 • დეა მანაგაძე • 30

6 თვემდე ასაკის დევნილ ბავშვებს “ჰიპოკრატე” დაასაჩუქრებს

საჩუქრების მისაღებად მშობლებმა, წინასწარ განსაზღვრულ დროს, სამინისტროს რეგიონალურ სამმართველოებს უნდა მიმართონ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ 6 თვემდე ასაკის ბავშვებს საჩუქრად პირველადი მოხმარების ნივთები გადაეცემათ. აღნიშნული ინიციატივა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სამედიცინო ფონდ “ჰიპოკრატესთან” თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება.

6 თვემდე დევნილი ბავშები პირველადი მოხმარების ნივთებს სამედიცინო ფირმა “ჰიპოკრატესგან” მიიღებენ. სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ საჩუქრების მისაღებად მშობლებმა, წინასწარ განსაზღვრულ დროს, სამინისტროს რეგიონალურ სამმართველოებს უნდა მიმართონ. დახმარების მსურველმა მშობლებმა თან ბავშვის დაბადების და დევნილის მოწმობა უნდა წარადგინონ.

თეგები: 6 თვემდე ბავშვებიდევნილებისაჩუქრები