შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

2014-2015 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება

16 აპრილი, 2014 • ნიუპრესი • 29

2014-2015 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება

სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 6 წლის ასაკიდან შეუძლია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2014-2015 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციას აცხადებს, რომელიც 3 ეტაპად განხორციელდება.

I ეტაპზე რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 23 აპრილს და 2 მაისს დასრულდება.

პირველ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2014 წლის 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით.

II ეტაპი – ონლაინ რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 20 მაისს და 20 ივნისს დასრულდება .

ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I ეტაპზე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად გაივლიან რეგისტრაციას.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2014 წლის 23 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით.

III ეტაპი – რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 10 ივლისს და 2014 წლის 18 ივლისს დასრულდება.

მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, გამოთავისუფლებულ ადგილზე, განხორციელდება იმ მოსწავლეების რეგისტრაცია, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I და II ეტაპზე და წარადგენენ შესაბამის დოკუმენტებს.

სკოლაში რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია და რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 6 წლის ასაკიდან შეუძლია.

თეგები: პირველკლასელებირეგისტრაციასასწავლო წელი