ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსხურის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 20-21 აპრილს, მოსახლეობას უფასო ტრანსპორტი მოემსახურება. ქალაქში არსებული სასაფლაოების მიმართულებით, მერიის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტი მგზავრებს დილის 8 საათიდან საღამოს 9 საათამდე მოემსახურება. ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსხურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკა კეპულაძის განმარტებით, ქალაქში აღდგომის დღეს იმდენი ერთეული უფასო სატრანსპორტო საშუალება მოძრავებს, რამდენსაც საჭიროება მოითხოვს. თუმცა, კონკრეტულად თუ რა ადგილებიდან და რა მიმართულებით მოხდება უფასო ტრანსპორტის გადაადგილება, ამ დროითვის დადგენილი არაა. კეპულაძის განმარტებით, აღნიშნული საკითხის შეთანხმება გადამზიდავ კომპანიებთან დღის ბოლომდე მოხდება.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში ორი დღით უფასო ტრანსპორტი იმუშავებს
18 აპრილი, 2014 • დეა მანაგაძე • 22
კონკრეტულად თუ რა ადგილებიდან და რა მიმართულებით მოხდება უფასო ტრანსპორტის გადაადგილება, დღის ბოლოს გაირკვევა.
თეგები: აღდგომა • ტრანსპორტი • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები