ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

უარი არაეკლესიურ ექსპერიმენტებს – ქუთაისში პარლამენტთან სასულიერო პირები აქციისთვის ემზადებიან

1 მაისი, 2014 • დეა მანაგაძე • 20

უარი არაეკლესიურ ექსპერიმენტებს – ქუთაისში პარლამენტთან სასულიერო პირები აქციისთვის ემზადებიან

პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანოზატორები სასულიერო პირები და მრევლია.

ქუთაისში პარლამენტის წინ დაგეგმილი აქციის მონაწილეები, რომლებიც ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგებიან, ამ წუთებისთვის იკრიბებიან.

აქციის ორგანოზატორები სასულიერო პირები და მრევლია, რომლებმაც ფეხით მსველელობა ქალაქის ცენტრალური მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მოაწყვეს.

“საქართველო ცისფერების გარეშე”, “უარი არაეკლესიურ ექსპერიმენტებს”, “დავიცვათ მრწამსი და სარწმუნოება”, “დავიცვათ ჩვენი კონსტიტუციური უფლება” – ეს იმ ლოზუნგების არასრული ჩამონათვალია, რომელიც აქციის მონაწილე სასულიერო და საერო პირები აცხადებენ.

თეგები: აქციაპარლამენტიქუთაისი