May 5, 2014

NDI – ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად ქუთაისში უმუშევრობა დასახელდა

NDI-მ თავისი კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომელმაც საზოგადოების განწყობები ასახა. კვლევა მიმდინარე წლის 26 მარტი 18 აპრილის პერიოდს ეხება.იგი NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა საქართველოს მასშტაბით,რომელმაც მოიცვა სოფლები, დაბები და 12 ქალაქი, მათ შორის ქუთაისი. კვლევის პროცესში 4000 ადამიანი გამოიკითხა, ქუთასიში – 300-400 რესპოდენტი.

ქუთაისში ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და სიღარიბე დასახელდა. სამუშაო ადგილებს – 58%, ტერიტორიულ მთლიანობას – 37%, სიღარიბეს- 28% ერგო.ეროვნულ საკითხთა შორის ქუთაისში ასევე მოისაკლისებენ ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას.

2012 წლის ოქტომბრიდან თუ როგორ შეიცვალა მდგომარეობა ქუთაისში სამუშაოა ადგილების კუთხით, გამოკითხულთა 56% თვლის, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა, 41%, რომ გაუარესდა და მხოლოდ 3%-ს მიაჩნია რომ გაუმჯობესდა. მდგომარეობის გაუარესების კუთხით ყველაზე დიდი მაჩვენებელი შეეხო ფასების ზრდას და ინფლაციას 61%.

რამდენად განიხილავენ პოლიტიკოსები სამუშაო ადგილების საკითხს? ამ კითხვას ქუთაისელ გამოკითხულთა 61%-მა უპასუხა რომ ნაკლებად, ასევე ნაკლებად განიხილავენ სიღარიბეს, ინფლაციის პრობლემას და ხელფასებს. ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივი საკითხების პირველ სამეულში ქუთაისში კომუნალური მომსახურების ღირებულება(51%), ასევე ადგილობრივი სამედიცინო მომსახურება (28%) და წყალნომარაგება(29%) მოხვდა.

2012 წლის შემდეგ სამუშაო ადგილების რაოდენობა გამოკითხულთა აზრით შემცირდა 51%-ით, ამასთან ერთად ქუთაისელთა 67% არ თვლის თავს დასაქმებულად.