|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

5550 ლარიც ცოტაა ქუთაისის მერისთვის - სოსო ხახალეიშვილი

რამდენჯერმე დაიძაბა მდგომარეობა ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე. ხმაური მერისა და თვითმმართევლიბაში დასაქმებულებისთვის ხელფასის გაზრდის საკითხს მოყვა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მერის ხელფასის 100%-იან ზრდა გააპროტესტეს. მათ მერის გადაწყვეტილებას სირცხვილი უწოდეს, ამასთან, საკრებულოს დეპუტატებს ხელფასების გაზრდაზე უარისკენ მოუწოდეს.

სხდომას ესწრება ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, რომელიც ოპონენტების მიერ მისi სუსის აგენტად მოხსენიებამ გააღიზიანა და მათ კარისკენ მოუთითა. "გარეთ მობრძანდით, თქვენი ადგილი ქუჩაშია", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ხახალეიშვილოს თქმით, ქუთაისის მერისთვის 5550 ლარიც ცოტაა. "5550 ლარიც ცოტაა ქუთაისის მერისთვის, არას იოსებ ხახალეიშვილისთვის, არამედ, ზოგადად მერისთვის".

ავტორი: ნიუპრესი