|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულში, სტიქიის ზონაში ალტერნატიული დროებითი გზა მოეწყობა

ტყიბულში, სტიქიის ზონის მიმდებარედ უახლოეს პერიოდში დაიწყება ალტერნატიული დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები. პარალელურად, მომზადდება ახალი მუდმივი შემოვლითი გზის პროექტიც, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 
უეწყების ცნობით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ კურსებში ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერ დავით კუბლაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
მათივე ცნობით, მინისტრი, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობას.
„რევაზ სოხაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე განიხილა არსებული ვითარების სტაბილიზაციისა და მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის გზები - მიმდებარე სოფლებამდე მისასვლელი დამატებითი გზის მოწყობის შესაძლებლობა
მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, უახლოეს პერიოდში დაიწყება ალტერნატიული დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები. პარალელურად, მომზადდება ახალი მუდმივი შემოვლითი გზის პროექტიც", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ავტორი: