შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პიკასოს სურათი $ 31.5 მილიონ დოლარად გაიყიდა

11 მაისი, 2014 • ნიუპრესი • 28

პიკასოს სურათი $ 31.5 მილიონ დოლარად გაიყიდა

პიკასოს სურათი “ხსნა”, 1932 წელს არის შესრულებული და ითვლება მხატვრის ამ პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ და ბრწყინვალე ნამუშევრად.

ნიუ იორკის სოტბის აუქციონზე, ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს სურათი “ხსნა ” (Le Sauvetage) $ 31.5 მილიონ დოლარად გაიყიდა.

სურათის სავარაუდო ღირებულება $ 14 – 18 მილიონი დოლარი იყო. პიკასოს სურათი “ხსნა”, 1932 წელს არის შესრულებული და ითვლება მხატვრის ამ პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ და ბრწყინვალე ნამუშევრად. ნახატზე გამოსახულია მარი-ტერეზე ვალტერის წყლიდან ამოყვანის სცენა.

აუქციონზე გამოფენილი იყო პიკასოს 13 ნამუშევარი, მათგან ზოგიერთი ვერ გაყიდა.

მომზადებულია РИА Новости-ის მიხედვით

წყარო: “ინფო9”

თეგები: აუქციონიმხატვარიპიკასო