ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პრემიერი: საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 27 ივნისს მოაწერს ხელს

14 მაისი, 2014 • ნიუპრესი • 18

პრემიერი: საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 27 ივნისს მოაწერს ხელს

“ეს ვიზიტი ადატურებს, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში” – გადაცხადა ღარიბაშვილმა.

„საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 27 ივნისს მოაწერს ხელს“, – აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. “ჩვენთვის დიდი პატივია რომპეის საქართველოში ვიზიტი. ეს ვიზიტი ადატურებს, რომ ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. მინდა გაცნობო – დღეს მივიღეთ დასტური იმის თაობაზე, რომ საქართველო ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას 27 ივნისს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
წყარო: pirveliradio.ge

თეგები: ასოცირების ხელშეკრულებაირაკლი ღარიბაშვილიპოლიტიკა