შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მირონმდინარე ხატი საქართველოში 23 მაისამდე დარჩება

16 მაისი, 2014 • ნიუპრესი • 50

მირონმდინარე ხატი საქართველოში 23 მაისამდე დარჩება

ამერიკიდან ჩამობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმომქმედი, მირონმდინარე ხატი საქართველოში ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის ხელმძღვანელობითა და პატრიარქის კურთხევით ჩამოაბრძანეს.

ამერიკიდან ჩამობრძანებულ ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმომქმედ, მირონმდინარე ხატს დღის ბოლოს ხატს ავჭალის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერში გადააბრძანებენ.
მირონმდინარე ხატი საქართველოს 23 მაისს დატოვებს. მანამდე კი მოსალოცად იგი სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებში დაბრძანდება.
ამერიკიდან ჩამობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმომქმედი, მირონმდინარე ხატი საქართველოში ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის ხელმძღვანელობითა და პატრიარქის კურთხევით ჩამოაბრძანეს.
ღვთისმშობლის სასწაულმომქმედი ხატი მახათაზე დღეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში წირვაზე დააბრძანეს.
ამასთან, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დღეს 08:00 საათიდან, მახათას მთაზე ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, ავტომანქანები შემდეგი მარშრუტით იმოძრავებენ: ვაზისუბნიდან მახათას მთის მიმართულებით და მახათას მთიდან ხუდადოვის ქუჩის მიმართულებით. წყარო: ინტერპრესნიუსი

თეგები: საპატრიარქოღვისმშობელიხატი