დარიალის ხეობაში, მთის მასის ქვეშ მოყოლილი ადამიანებიდან მაშველებმა 15-მდე მათგანი ცოცხალი ამოიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამასთან, რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას სამი თურქი მუშის დაღუპვის შესახებ, ამ ფაქტის შესახებ ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. დღეს დარიალის ხეობაში მთა მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია. ხეობაში მოსახლეობისა და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია სამი თურქი მუშა, რომლებიც “დარიალი ჰესის” მშენებლობაზე მუშაობდნენ. დარიალის ხეობაში მთის მასა საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, მშენებარე ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყდა. წყარო: ipn.ge
დარიალის ხეობაში 15-მდე ადამიანის გადარჩენა მოხერხდა
17 მაისი, 2014 • ნიუპრესი • 21
დარიალის ხეობაში მთა მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია.
თეგები: დარიალის ხეობა • მთის მასა • სტიქია
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები