ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მენინგიტის შემთხვევა ქუთაისის სამ სკოლაში დაფიქსირდა

21 მაისი, 2014 • ნიუპრესი • 23

მენინგიტის შემთხვევა ქუთაისის სამ სკოლაში დაფიქსირდა

მენინგიტის გამო, სწავლის შეჩერების საკითხზე ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები იმსჯელებენ

ბოლო 4 დღის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე ვირუსული მენინგიტის გამოვლენის თაობაზე შეტყობინებები დაფიქსირდა შემდეგი სკოლებიდან:
თბილისი – 122-ე, 155-ე, 166-ე, 186-ე, 52-ე, 147-ე, 192-ე, 46-ე, 54-ე, წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სკოლა;
ქუთაისი – მე-10, 26-ე, 17-ე;
რუსთავი – კერძო სკოლა “რეცი”. ვირუსული მენინგიტის გავრცელების შემთხვევებზე ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს შორის დღეს შეხვედრა გაიმართება.
“ჩვენ მათ წარვუდგენთ რისკებს დღევანდელი მდგომარეობით და ვიმსჯელებთ იმის შესახებ რა იქნება ოპტიმალური გამოსავალი, ანუ რამდენად მიზანშეწონილი იქნება ახლა სწავლის პროცესის გაჩერება, რა ჩვენებები გვაქვს და რა ინდიკატორები გვაქვს ამისთვის. გადაწყვეტილება იქნება არა ხისტი და მხოლოდ პროტოკოლზე დაფუძნებული, არამედ რეალური საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

თეგები: დავით სერგეენკომენინგიტიჯანდაცვა