შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ჩაის სახლიდან ლეპტოპები და ველოსიპედი მოიპარეს

25 მაისი, 2014 • ეკა კუხალაშვილი • 31

ქუთაისში ჩაის სახლიდან ლეპტოპები და ველოსიპედი მოიპარეს

“დილით დაგვხვდა ფაქტი, რომ ჩაის სახლი იყო გატეხილი.წაღებულია ლეპტოპები და ველოსიპოედი, რომელიც ანტურაჟი იყო”.

ქუთაისში ჩაის სახლი “ფოე ფოე” გაძარცვეს. ძარცვა ღამით განხორციელდა. მოპარულია ორი ლეპტოპი და ველოსიპედი. “დილით დაგვხვდა ფაქტი, რომ ჩაის სახლი იყო გატეხილი. წაღებულია ლეპტოპები და ველოსიპოედი, რომელიც ანტურაჟის, დიზაინის ნაწილს წარმოადგენდა. ამჟამად ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას რა ვითარებაში მოხდა ძარცვა, იმედია გამოძიება დაადგენს”, – განაცხადა ჩაის სახლის მენეჯერმა ნატალია პატარიძემ. ჩაის სახლი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

თეგები: ველოსიპედიჩაის სახლიძარცვა