ქუთაისში ჩაის სახლის “ფოე ფოე” მძარცველი დაკავებულია. პოლიციამ ამოიღო მოპარული ნივთები, რომლებიც მფლობელებს დაუბრუნდათ. “ჩვენ მეტი ინფორმაცია არ გვაქვს, ნივთები დაგვიბრუნდა, თუმცა მძარცველზე პოლიცია ინფორმაციას არ იძლევა”, – განაცხადა ჩაის სახლის “ფოე ფოე” მენეჯერმა, ნატალია პატარიძემ. ქუთაისში ჩაის სახლის ძარცვა 25 მაისს მოხდა. მძარცველმა ჩაის სახლიდან ორი ლეპტოპი და ველოსიპედი მოიპარა.
ქუთაისში ჩაის სახლის მძარცველი დაკავებულია
3 ივნისი, 2014 • ნიუპრესი • 27
პოლიციამ ამოიღო მოპარული ნივთები, რომლებიც მფლობელებს დაუბრუნდათ.
თეგები: გახსნილი საქმე • ჩაის სახლი • ძარცვა
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები