ქუთაისში, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი “ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატს, შოთა მურღულიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო პროცესებზე ისაუბრეს. მხარეებმა განიხილეს თუ რამდენად სტაბილური გარემოა ქუთაისში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ასევე, როგორ ემზადება ქუთაისი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. “ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა და იმის უზრუნველყოფა, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს,” -აღნიშნა შოთა მურღულიამ.
ბრიტანეთის ელჩი შოთა მურღულიას შეხვდა
6 ივნისი, 2014 • ნიუპრესი • 24
შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო პროცესებზე ისაუბრეს.
თეგები: ბრიტანეთის ელჩი • შეხვედრა • შოთა მურღულია
ასევე წაიკითხეთ
სხვა ამბები