ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოს ნომერ პირველი ინვესტორი ქვეყანა ნიდერლანდებია

10 ივნისი, 2014 • ნიუპრესი • 112

საქართველოს ნომერ პირველი ინვესტორი ქვეყანა ნიდერლანდებია

მსხვილ ინვესტორთა შორისაა თურქეთი, რუსეთი, საუდის არაბეთი, აშშ, ლუქსემბურგი.

საქართველოს ნომერ პირველი ინვესტორი ქვეყანა ნიდერლანდებია, ყველაზე მეტი ინვესტიცია კი, I კვარტალში საფინანსო სექტორში ჩაიდო.

„საქსტატის” წინასწარი მონაცემებით, იანვარ-მარტში ნიდერლანდებიდან საქართველოში 73 მლნ აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, რაც 2-ჯერ მეტია 2013 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე და ასევე მკვეთრად აღემატება 2011 და 2012 წლების პირველი კვარტლების მონაცემებს. ნიდერლანდებიდან განხორციელებულ ინვესტიციებზე ჯამური ინვესტიციების 28% მოდის.

მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 47 მლნ აშშ დოლარით და შესაბამისად, 18%-იანი წილით, ხოლო მესამეზე გაერთიანებული სამეფო – 35 მლნ და 13%.

მსხვილ ინვესტორთა შორისაა თურქეთი (30 მლნ), რუსეთი (20 მლნ), საუდის არაბეთი (18 მლნ), აშშ (18 მლნ), ლუქსემბურგი (11 მლნ).

აღსანიშნავია, რომ პირდაპირი ინვესტიციებით უმსხვილესი სექტორების წილმა 2014 წლის I კვარტალში 84% შეადგინა.

bpi.ge

თეგები: ეკონომიკაინვესტიციასაქსტატი