ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა ისევ აკრძალულია

13 ივნისი, 2014 • ნიუპრესი • 26

რიკოთზე ტრანსპორტის მოძრაობა ისევ აკრძალულია

სამუშაოებს ცუდი ამინდი აფერხებს. გარდა ამისა, მთიდან მიწის ჩამოშლა კიდევ გრძელდება.

მეწყერის ჩამოწოლის გამო, რიკოთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე აკრძალულია. როგორც “ინტერპრესნიუსს” საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს , მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ჩაკეტილი გზის გაწმენდის სამუშაოები დილიდან განახლდა, თუმცა სამუშაოებს ცუდი ამინდი აფერხებს. გარდა ამისა, მთიდან მიწის ჩამოშლა კიდევ გრძელდება.
გუშინ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე (რიკოთის გვირაბის დასავლეთი მხარე) დიდი მოცულობის მიწისა და კლდის ჩამოშლის გამო, მთლიანად ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გარდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა, შესაძლებელია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით. ipn.ge

თეგები: მეწყერირიკოთიტრანსპორტი