ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქალაქში 125-ვე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა და 8:00 საათისათვის ამომრჩეველმა თითქმის ყველა უბანზე მისცა ხმა. “თუ ასე გაგრძელდა, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ქუთაისში აქტივობა იყოს მაღალი,” – აცხადებს ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი. ამომრჩევლების აქტივობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისია მონაცემებს 10:15 საათზე გამოაცხადებს.
15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით ქუთაისში ქალაქის მერი და საკრებულოს წევრები აირჩევა (მაჟორიტარული დაპარტიული სიით).
ქუთაისის ოლქში არჩევნებში მერობის 7 კანდიდატი მონაწილეობს, აქედან 2 ქალია. ხოლო მაჟორიტარების 86 კანდიდატიდან, ქალი 17-ია. რაც შეეხება პარტიულ სიებს, ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტების მიერ პარტიულ სიებში წარდგენილია საკრებულოს წევრობის 255 კანდიდატი.