შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელი “ლეიბორისტი” – ქუთაისში ფაქტობრივად არჩევნები ჩაიშალა

15 ივნისი, 2014 • ნიუპრესი • 31

ქუთაისელი “ლეიბორისტი” – ქუთაისში ფაქტობრივად არჩევნები ჩაიშალა

„აგიტატორები პირდაპირ დგანან უბნებთან ან შედიან უბნებში და პირდაპირ ეწევიან აგიტაციას “ოცნების სასარგებლოდ, რითაც ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენენ.”

“ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის სამსონ გუგავას მტკიცებით ქუთაისში არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს და თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე „ოცნების” აგიტატორები პირდაპირ აგიტაციას ეწევიან. „აგიტატორები პირდაპირ დგანან უბნებთან ან შედიან უბნებში და პირდაპირ ეწევიან აგიტაციას “ოცნების სასარგებლოდ, რითაც ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენენ. ქუათაისში ყველა უბანში თითქმის კარუსელი ტრიალებს, რის გამოც ქუთაისში არჩევნები შეგვიძლია ჩალილად ჩავთვალოთ. საღამომდე ჩვენი გუნდი შეეცდება ერთი კარუსელი მაინც „დაიჭოს“, -ამბობს გუგავა.

თეგები: არჩევნები 2014გუგავალეიბორისტები