შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ფოლკლორის სასახლის ხელმძღვანელს ხმის მიცემის საშუალებას არ აძლევდნენ

15 ივნისი, 2014 • ნიუპრესი • 29

ქუთაისის ფოლკლორის სასახლის ხელმძღვანელს ხმის მიცემის საშუალებას არ აძლევდნენ

ზეინაბ ბურჯანაძის უბნიდან გასვლას “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლები ითხოვდნენ.

ქუთაისის #41 საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს, ზეინაბ ბურჯანაძეს, რომელიც ქუთაისის ფოლკლორის სასახლის დირექტორი გახლავთ, ხმის მიცემის საშუალებას არ აძლევდნენ. ზეინაბ ბურჯანაძის უბნიდან გასვლას “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლები ითხოვდნენ. მათი განცხადებით, ბურჯანაძეს მარკირება უკვე გავლილი ჰქონდა, რის გამოც მოითხოვეს მისთვის ხმის მიცემის უფლება არ მიეცათ. ამომრჩევლის მტკიცებით, კი ის ხმას პირველად აძლევდა. იგივე დასტურდებოდა მარკირების შემოწმების შედეგადაც. ზეინაბ ბურჯანაძეს ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ადგილზე ცესკოს წარმომადგენლის მისვლის შემდეგ მისცეს, როდესაც ამომრჩევლის მარკირება კიდევ ერთხელ შეამოწმეს და დადასტურა, რომ ზეინაბ ბურჯანაძეს ნამდვილად არ ჰქონდა გავლილი მარკირება.

თეგები: ამომრჩეველიარჩევნები 2014საოლქო საარჩევნო კომისია