შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

აკაკი ბობოხიძე – ხონში ოცკაციანმა ჯგუფმა საარჩევნო უბანი დაარბია

15 ივნისი, 2014 • დეა მანაგაძე • 30

აკაკი ბობოხიძე – ხონში ოცკაციანმა ჯგუფმა საარჩევნო უბანი დაარბია

„გაოცებული ვარ ჭიკაიძისა და ღარიბაშვილის საქციელით. მიკვირს, როდესაც ისინი ამ ყველაფერს შამპანურით აღნიშნავენ. დღეს საქართველოს მართავს ქუჩის ბიჭები”.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ხონში, სოფელ ძეძირეთში საარჩევენო უბანი დაარბიეს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ წინასწარ პატიმრობაში მყოფ კანდიდატსაც ვერ უგებს ძალადობისა და დარბევის გარეშე. ბობოხიძე ამბობს, რომ დღეს ოცკაციანი ჯგუფი საარჩევნო უბანში შეიჭრა და ყველაფერი დაარბია. „გაოცებული ვარ ჭიკაიძისა და ღარიბაშვილის საქციელით. მიკვირს, როდესაც ისინი ამ ყველაფერს შამპანურით აღნიშნავენ. დღეს საქართველოს მართავს ქუჩის ბიჭები და ხელისუფლებამ წელიწადისა და რვა თვის განმავლობაში ვერ მოახერხა მდგომარეობა ხელში აეყვანა,“ – განაცხადა აკაკი ბობიხიძემ. შეგასხენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხონის გამგებლობის კანდიდატი, ზურაბ ჯიბუხაია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და სასჯელს ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.

თეგები: აკაკი ბობოხიძეარჩევნებიდარბევა