ქუთაისში “ენერგო პრო ჯორჯიამ” პროფესიული სასწავლებლის ხუთ სტუდენტთან ხელშეკრულება გააფორმა. პროფესიულ კოლეჯებში სწავლების პერიოდში კომპანია სტუდენტებს ათი თვის განმავლობაში ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობის სტიპენდიას გადაუხდის. “ენერგო პრო ჯორჯიასა” და სტუდენტებს შორის ხელშეკრულება ქუთაისის პროფესიულ სასწავლებელ “იბერიაში” გაფორმდა. “ენერგო პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის, თეონა გეგუჩაძის განმარტებით, სტუდენტებთან გაფორმებული ხელშეკრულება, მათთვის სწავლის პერიოდის განმავლობაში სტიპენდიის დანიშვნის გარდა, სწავლის ბოლო ეტაპზე სტაჟირების გავლასაც ითვალისწინებს. აღნიშნული ხელშეკრულება “ენერგო პრო ჯორჯიასა” და დასაქმების ცენტრთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც მიმდინარე წლის 17 აპრილს გაფორმდა.
“ენერგო პრო ჯორჯია” სტუდენტებს 150 ლარიან სტიპენდიას გადაუხდის
20 ივნისი, 2014 • თეკლე მორგოშია • 23
“ენერგო პრო ჯორჯიასა” და სტუდენტებს შორის ხელშეკრულება ქუთაისის პროფესიულ სასწავლებელ “იბერიაში” გაფორმდა.
თეგები: ენერგო–პრო ჯორჯია • სტუდენტები • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები