ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საზეიმოდ აღინიშნება

24 ივნისი, 2014 • ნიუპრესი • 24

ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საზეიმოდ აღინიშნება

ბრიუსელში, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია ადგილობრივი დროით, 09:00 საათზე გაიმართება.

27 ივნისს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა თბილისში საზეიმოდ აღინიშნება. ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტი 21:00 საათზე, ევროპის მოედანზე გაიმართება.
კონცერტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე მთავრობის წევრები დაესწრებიან.
27 ივნისს, ბრიუსელში, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელმოწერის ცერემონია ადგილობრივი დროით, 09:00 საათზე გაიმართება. დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელს მოაწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამის შემდეგ იგი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
პრემიერ-მინისტრი საქართველოში იმავე დღეს დაბრუნდება და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრება.
წყარო:ipn.ge

თეგები: ასოციცრებაევროკავშირისაქართველო