შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

24 ივნისი, 2014 • ნიუპრესი • 25

პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საჯარო და კერძო სკოლებში სულ 45 421 მოსწავლეა რეგისტრირებული.

23 ივნისიდან საჯარო სკოლებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება დაიწყო. დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადა 2014 წლის 4 ივლისია.

“განათლების და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს პირველ კლასში დარეგისტრირებულ მოსწავლეთა მშობლებს, რომ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა 4 ივლისამდე უზრუნველყონ. წინააღმდეგ შემთხვევაში რეგისტრაცია გაუქმებული იქნება,” – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი 2014 წლის 20 ივნისს დასრულდა.

საჯარო და კერძო სკოლებში სულ 45 421 მოსწავლეა რეგისტრირებული.

თეგები: განათლების სამინისტროპირველკლასელებისკოლა