შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დავით სერგეენკო – საპენსიო სისტემის ახალ მოდელზე გადასვლა ეტაპობრივად მოხდება

24 ივნისი, 2014 • ანა ჯანაშია • 24

დავით სერგეენკო – საპენსიო სისტემის ახალ მოდელზე გადასვლა ეტაპობრივად მოხდება

“ეს მოდელი მიღებული მეთოდოლოგიაა,”-ამბობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

საქართველოს ჯანდაცვის, მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საპენსიო სისტემის ახალ მოდელზე გადასვლა ქვეყანაში ეტაპობრივად მოხდება.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე საკონსულტაციო და ანალიტიკური სამუშაოები მიმდინარეობს მსოფლიო ბანკთან. განიხილება ექსპერტებთან დაგროვებითი პენსიის რამდენიმე მოდელი. პირველ ეტაპზე ადამიანების გარკვეულ ჯგუფზე განხორციელდება საპილოტე პროექტი და შედეგების გადაფასების შემდეგ, მომდევნო წლებში უფრო გაფართოვდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომდევნო წელიწადს ამ მოდელზე გადასვლა იქნება იძულებითი. ყველაფერი მოხდება ეტაპობრივად. ეს მოდელი მიღებული მეთოდოლოგიაა და იმედი მაქვს მსოფლიო ბანკის ექსპერტები ამაში დაგვეხმარებიან,“- განაცხადა სერგეენკომ ქუთაისში ვიზიტისას.

თეგები: პენსიის ახალი მოდელისაქართველოჯანდაცვის მინისტრი