ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ენერგეტიკის დღე აღინიშნა

25 ივნისი, 2014 • თეკლე მორგოშია • 20

ქუთაისში ენერგეტიკის დღე აღინიშნა

ქუთაისის მერიას 2011 წლიდან აქვთ ვალდებულება საკუთარ ტერიტორიაზე 2020 წლისთვის 20%-ით შემაციროს ნახშირორჟანგის ემისიები.

ქუთაისში, ევროკომისიის “მერების შეთანხმების” ფარგლებში მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნა. “მერების შეთანხმების” ფარგლებში, ქუთაისის მერიას 2011 წლიდან აქვთ ვალდებულება საკუთარ ტერიტორიაზე 2020 წლისთვის 20%-ით შემაციროს ნახშირორჟანგის ემისიები. აღნიშნული ვალდებულების შესრულება ქალაქში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანარგვის საშუალებით უნდა მოხდეს. “მერების შეთანხმება” ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, ასევე პოლიტიკური და საქმიანი წრეების ინფორმიერებას ენერგიის უფრო ინტელექტუალური გამოყენების შესახებ”, – განმარტა შეხვედრაზე ქუთაისის ვიცე-მერმა ეკონომიკის საკითხებში, კოტე ქავთარაძემ.

თეგები: ევროკავშირიენერგეტიკის დღექუთაისი